საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა, სადაც დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის მოსმენა მიმდინარეობდა, მწვავე განნცხადებების გარეშე არ ჩაუვლია.~
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი დღეს გაუმჯობესებულია, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.
„ეს პირბადეები ჩამოგხსენით, გავაშიშვლეთ თქვენი კანონი და ვაჩვენეთ საზოგადოებას. აღშფოთდნენ არასამთავრობოები, სახალხო დამცველი და გაიძულეთ, რომ მიგვეღო სულ სხვა რამ.
გაშეშებული ადამიანი ხომ გინახავთ ფილმში? შემოულაწუნე მამაოო და ქათამს, რომ აძლევს ამის საფასურად. ჩვენ ყოველგვარი საფასურის გარეშე შემოგილაწუნეთ კარგად გუშინ და ამ შემოლაწუნებამ გამოგაფხიზლათ თქვენ. თუ არ გეყოფათ კიდევ შეგვიძლია შემოგილაწუნოთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






