საჭიროა პრაქტიკაზე დაკვირვება - ომბუდსმენის კითხვები შეზღუდვების კანონპროექტზე
პოლიტიკა - 17:29, 22 May, 2020     532

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.

ომბუდსმენის შეფასებით: მეორე მოსმენის წინ გათვალისწინებულია, შემდეგი საკითხები:

  • მთავრობაზე/სამინისტროზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებისას ცხადად მიეთითა უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმები (ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტი);
  • "შესაძლო ინფიცირებული პირის" იზოლაციისათვის დაქვემდებარების ნაცვლად განისაზღვრა, რომ პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, დაექვემდებარება საკარანტინო ღონისძიებებს;
  • ცალკეული სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრა იზოლაციის/კარანტინის გამო თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის;

განცხადების თანახმად, დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა სასამართლო სხდომა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კანონპროექტში არ აისახა შემდეგი მოსაზრებები:

  • სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე;
  • ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა.

ომბუდსმენის შეფასებით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42