გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერთ ქნირში პოლიტპატიმრბის შეწყალებას მიესალმება და იქვე ამბობს, რომ 8 მარტის შესრულების მოლოდინი აქვს.
"მინდა გითხრათ, რომ დიპლომატები დიალოგის პროცესში შუამავლების როლს თამაშობენ, რომელთა მისიაც არის მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრიბონ. მივესალმებით იმ შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია. ჩვენ ველით, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება, ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხია“, - განაცხადა ქნირშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
8 მარტის შეთანხნმების სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მაღალიჩინოსანმა თქვა, რომ „თუ ადამიანები წაიკითხავენ შეთანხმებას, მარტივად გაიგებენ“.
„გთხოვთ, გადახედეთ ტექსტს კიდევ ერთხელ და ყველა კითხვის პასუხი იქ არის“, - აღნიშნა ქნირშმა.
მასალის გამოყენების პირობები






