შეზღუდვების კანონპროექტი - "არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები" - ხელისუფლება ოპონენტებს სპეკულაციები ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:29, 22 May, 2020     491
"ქართული ოცნება" ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს. ბიუროს სხდომაზე პარლემენტის თავმჯდომარემ ოპონენტებთან "პოლიტიკური ღირებულებების განსხვავებაზე" ისაუბრა, თუმცა იქვე ოპოზიციას პარლამენტის სხდომებზე დასწრება და ყველა საკითხის განხილვაში მონაწილეობა სთხოვა.


მისი თქმით, უმრავლესობა პოლიტიკურ დისკუსიას პოლიტიკურ პროცესად აღიქვამს, ხოლო ოპოზიცია დესტრუქციის შედეგად.

"მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები. ის, ვინც რადიკალურად შორს არის ამ მიდგომებისგან, ვფიქრობ, დაკარგავს თავის პოლიტიკურ ადგილს მომავალში"- განაცხადა თალაკვაძემ.

შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას გია ვოლსკიმთქვა, რომ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა სურს.

"კონსტიტუციურობის თემაზე შეიძლება გავაგრძელოთ კამათი, მაგრამ ეს კამათი მიგვიყვანს იქამდე, რეალურად რა სურათიც არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" კლასტერს, სადაც უპირატესობა ბოლო პერიოდში „ევროპულმა საქართველომ" მოიპოვა, რეალურად უნდა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომაროება. მეორე მხრივ, აუცილებელია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა ახალი საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ, მესამე ვარიანტი არის, რომ ჩავშალოთ ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მესამე ვარიანტისკენ მსვლელ ოპოზიციას უფრო ვხედავ, ვიდრე კონსტრუქციულ მსჯელობაზე განწყობილს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს მამუკა მდინარაძეც:

"გუშინ ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტში სპეკულაციებით სავსე გამოსვლები, როდესაც მთავარი იარაღი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში არის გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობას და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია. მაპატიოს ყველამ, გამორიცხულია სხვანაირი შეფასება. რომ ამბობ იარაღი არ უნდა გქონდეთ და ისე ებრძოლო პრობლემას, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და პოლიტიკურად ამით ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეს", - ამბობს მდინარაძე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით განიხილება.

კანონი, დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს, კონკრეტული თარიღი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42