მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მმართველმა გუნდამ უკან დაიხია და კანონპოროექტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც შეზრუდვები კონკრეტულ ვადაში გაიწერება და მუდმივად არ იმოქმედებს, ოპოზიცია მაინც გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
„რაც შეეხება მთავრობის საწყალ კომენტარებს, ყოველ წუთს იხევენ უკან. განაცხადებენ ხოლმე რიხით, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები და არიან პოლიტხულიგნები და მეორე დღეს უწევთ იმის მტკიცება, რომ პოლიტპატიმრები გათავისფლებულები იყვნენ თურმე ჰუმანური მოსაზრებით და არა ხალხისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით. გუშინ მთელ დღეს ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ კანონპროექტში არავითარი ცვლილება არ შევა, რადგან არის საუკეთესო, დღეს კი აბსოლუტურად სხვა რამეს ვიღებთ. ხელისუფლება მუდმივად არის თავისმართლების რეჟიმში. თავს იმართლებს ის, ვინც შეცდომებს უშვებს. მოვა ბატონი პრემიერ - მინისტრი აქ და ხატოვნად ვაჩვენებთ იმ სურათს, იმ სიღატაკეს, რაშიც ქვეყანა ამ კარანტინის პერიოდში ჩააგდო. საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ კარანტინში საკუთარ ხალხს არ გაუწია არც ერთი თეთრი დახმარება,"- განაცხადა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






