პარლამენტში წარმართულმა პროცესმა კიდევ ერთხელ ამხილა ოლიგარქის ავტოკრატიულ-დიქტატორული მისწრაფებები და მისი კრიმინალური ხელისუფლების დამარცხებით გამოწვეული აგონიური შიშები - ირაკლი ღლონტი
პოლიტიკა - 21:52, 21 May, 2020     723
პარტია ,,კანონი და სამართალის’’ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი დღევანდელ საპარლამენტო პროცესს ოლიგარქის ავტორიტარულ-დიქტატორული მისწრაფებების მორიგ ლუსტრაციას და მარცხის შიშით გამოწვეულ აგონიას უწოდებს.
,, მსოფლიო პანდემიის პირობებში მთავარ სამიზნეს უნდა წარმოადგენდეს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა ამ პოზიტიურ თეორიას არავითარი კავშირი არ აქვს პარლამენტში დღეს წარმართულ პროცესთან, რომელმაც კიდევ ერთხელ ამხილა ოლიგარქის ავტოკრატიულ-დიქტატორული მისწრაფებები და მისი კრიმინალური ხელისუფლების დამარცხებით გამოწვეული აგონიური შიშები. აშკარაა, რომ ავტორიტარულ-დიქტატორულ საწყისებზე მდგარი ხელისუფლება უკვე აღარ ერიდება, როგორც საკუთარი მოსახლეობის ისე ქვეყნის მთავარი პარტნიორების კრიტიკულ განწყობებს, ამაზე მიუთითებს 23 აპრილს ასევე დიქტატორული მოტივაციით ფორსირებულ რეჟიმში განხორციელებული ,,დრაკონული’’ ცვლილება, რომლითაც საგანგებო რეჟიმის დარღვევის საფუძვლით პირისთვის 6 წლამდე ვადით თავისუფლება აღკვეთა - პატიმრობა იქნა დაკანონებული და დღეს ისინი ახდენენ პარლამენტის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხის მთავრობისადმი დაქვემდებარებას, რომ ამ გზით ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი საჭიროების შემთხვევაში საპარლამენტო პროცესის გვერდის ავლით ჩვენს მოსახლეობას დაუწესონ შეზღუდვები და ხელყონ ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებები. აშკარაა, რომ ოლიგარქის და მისი ,,ხუშტურების’’ მსახურებაში მდგარი გახარია და მარიონეტული საპარლამენტო უმრავლესობა ამკვიდრებს საშიშ პრეცედენტებს, ისინი გარდა იმისა, რომ 8 წლის მანძილზე მიზანმიმართულად ანადგურებენ ინსტიტუციებს, აღარიბებენ მოსახლეობას, დაამკვიდრეს კორუციულ-კლანური სისტემა, უმწვავესი დარტყმები მიაყენეს ჩვენი ხალხის საგარეო არჩევანს და 2012 წლიდან დღემდე ემიგრაციაში გახიზნეს 900 000 -მდე მოქალაქე, დღემდე აგრძელებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ კრემლის მიერ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკის გატარებას, რაც თავისუფალი ქართველი ხალხის ძალისხმევით უნდა დასრულდეს მოახლოებულ არჩევნებში’’ - განაცხადა ღლონტმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით, გარკვეული დათქმით მხარი უკვე დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, რომლითაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42