დღეს იყო კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვება, "ქართულ ოცნებას" არ გავატანინეთ ის, რაც საქართველოს დემოკარტიას უკან დახევდა - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 21:07, 21 May, 2020     772
დღეს იყო კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვება. "ქართულ ოცნებას" არ გავატანინეთ ის, რაც საქართველოს დემოკარტიას უკან დახევდა - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ უკან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის შედეგად დაიხია.
ირაკლი კობახიძის ინიციატივით ახალი შეზღუდვები დროებითი, 15 ივლისამდე იქნება.
"მიხვდნენ, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელსაც მოჰყვებოდა სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. ეს ძალიან მძიმედ დაუჯდებოდა მთავრობას. შეიძლება, ის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საბაბი ყოფილიყი. ასე ვთქვათ, სახის შენარჩუნების მიზნით გამოაცხადეს, რომ ეს კანონი იმუშავებს დაახლოებით, ერთი თვე. იქნება გარდამავალ დებულებაში ჩაწერილი ის ანტიკონსტიტუციური ნორმები, რომლის მიღებასაც ჩვენ ახლა, ვეწინააღმდეგებოდით და ერთი თვის გასვლის შემდეგ, მთელი ეს ისტორია მორჩება. აი, ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევის. ამას მართლაც ჰქვია "ძალა ერთობაშია". დღეს ერთობაში ვიყავით როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ყველა ოპოზიციური პარტია. ვერავითარი არგუმენტი ვერ დაგვიპირისპირეს პარლამენტში დღეს დებატებისას. აღიარეს, რომ დამარცხდნენ. პარლამენტის ბიურის წევრებს "ქართული ოცნებიდან" შევახსენებ გუშინდელ თავდასხმას ჩემზე პარლამენტის ბიუროზე. ასე რიხით, რომ ლაპარაკობდნენ, ეს არის შეუვალი კანონი და მე ვიყავი არასწორი, ასევე რიხით საუბრობდნენ, იმის თაობაზე, რომ თურმე ესენი პილიტპატიმრები კი არ არიან, კრიმინალები არიან, ამ დროს მეორე დღეს მოუწიათ მათი შეწყალება. ასეა, ნუ იტყვი ჰოპლას, სანამ არ გადახტები. დღეს იყო კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვება. "ქართულ ოცნებას" არ გავატანინეთ ის, რაც საქართველოს დემოკარტიას უკან დახევდა დიდ რეპრესიულ ბერკეტს მისცემდა ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42