ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრამდე დაუწესდეს - ნიკა მელია
პოლიტიკა - 18:27, 21 May, 2020     622

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საბანკო კრედიტებზე შეღავათების დაწესებას მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანებისთვის გულისხმობს, სრულიად გაუგებარი და არასამართლიანია.

„რამდენიმე დღის წინ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხალხის სახელით, კატეგორიულად მოითხოვა საბანკო კრედიტებზე მორატორიუმის კიდევ 3 თვით გახანგრძლივება. დღეს გამოჩნდა პრემიერი გახარია და სრულიად გაუგებრად ისაუბრა. ეს მისი სტილია, მისი ტაქტიკაა, რომ რაღაცას დაპირდეს ხალხს და მერე კვირეები გავიდეს იმის დადგენაში, თუ რა თქვა.

გახარიამ აღნიშნა, რომ საბანკო კრედიტების გადავადება 3 თვით გახანგრძლივდება მხოლოდ 2 კატეგორიის პირებისთვის - ვისაც თითქოს უკვე ეხმარებიან და ვინც სამსახური დაკარგა. ესაა ტყუილი! როცა პრემიერი ამბობს, ვისაც უკვე ვეხმარებითო. არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში დახმარება არ მიუღია. ხოლო, როცა ამბობს, ვინც სამსახური დაკარგაო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ 600 ათას თვითდასაქმებულ მოქალაქეს, მთავრობამ კვლავაც ზურგი აქცია.

ან რას ეუბნებით ადამიანებს, რომლებთაც არასდროს უმუშავიათ, მაგრამ ახლობლების, ოჯახის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით ცხოვრობდნენ?! ახლა კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, ეს გზავნილებიც ვერ ხორციელდება.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი სექტემბრამდე დაუწესდეს ყველა (მსურველს) ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, რომლებაც ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აიღეს.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42