ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი, რათა ევროპელი ტურისტების სამოგზაურო რუკაზე საქართველო აუცილებელად დარჩეს - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა.
კარლ ჰარცელის თქმით, მიმდინარეობს ორმხრივი დისკუსიები, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ზაფხულის სეზონი არ დაიკარგოს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დააანონსა ამბიციური გეგმა ტურიზმის სექტორში. მთავრობა შიდა ტურიზმის განახლებას 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების მიღებას პირველი ივლისიდან აპირებს. ჩვენ ვხვდებით, რომ იქნება სირთულეები. ვიცით, რომ მიმდინარეობს ორმხრივი დისკუსიები, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ზაფხულის სეზონი არ დაიკარგოს, რაც ძალიან რთული იქნება. ამის მიზეზი არის არა მხოლოდ საქართველოში არსებული სიტუაცია, რომელსაც ტურისტების მიზიდვის პოტენციალი ნამდვილად აქვს, არამედ ასევე არსებობს შიდა განზომილება ევროკავშირში, სადაც ტურიზმის მინისტრები შეთანხმდნენ შენგენის ზონაში ტურიზმის აღდგენის ერთობლივ გეგმაზე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად იმოქმედებს თავად ევროკავშირი. ეს არის ის სფერო, სადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი, რათა ევროპელი ტურისტების სამოგზაურო რუკაზე საქართველო აუცილებელად დარჩეს, მაშინ როდესაც ტურიზმის მინისტრები და სხვები ამ საკითხებს განიხილავენ. ეს ჩემი პრიორიტეტია, რათა საქართველოში არსებული სიტუაცია ყველასთვის კარგად იყოს ცნობილი“, – განცხადა კარლ ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






