მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს მხარი არ დაუჭიროს - თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა - 19:08, 21 May, 2020     471

მინდა, მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს მხარი არ დაუჭიროს, საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, არ არის აუცილებელი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთელი ტერიტორიის ფარგლებში მოხდეს.


“დიახ, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო იქნება ამა თუ იმ სოფელში, ან ამა თუ იმ თემში, შეიკრიბოს პარლამენტი და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ამა თუ იმ სოფელში ან თემში. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი ამის საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთელი ტერიტორიის ფარგლებში მოხდეს. ასევე შესაძლებელია, რომ კონკრეტულ გეოგრაფიულ ერთეულში მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უამრავმა ადამიანმა, უამრავი არგუმენტით აგიხსნათ დღეს ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, რომ დაუშვებელია ამგვარი შეზღუდვების დაწესება უვადოდ, ბლანკეტურად და პარლამენტის როლის სრული ნიველირებით. ამ კანონით პანდემიასათან ბრძოლის საფარქვეშ მთავრობა უფლებამოსილებას ავტოკრატიულ მმართველობაზე იღებს. მიღების შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ ეს არის ავტოკრატიულობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ის არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, შლის საპარლამენტო ფილტრსა და კონტროლს. ყოველგვარი მაკონტროლებელი ბერკეტის გარეშე ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუზღუდოს შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება ან ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმეა მთავრობის მხრიდან ასეთი უფლებამოსილების უზურპაცია წინასაარჩევნოდ. მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს მხარი არ დაუჭიროს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას აპირებს, რომელიც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების განხორციელების უფლებამოსილებას დაუტოვებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42