საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს - კარლ ჰარცელი
პოლიტიკა - 18:46, 21 May, 2020     485

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მეგობარია და უდიდესი მხარდაჭერა აქვს.
ელჩნა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა ვისაუბრო თუ რა გავაკეთეთ ბოლო კვირების და ბოლო ორი თვის მანძილზე. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გაჟღერდა. გრანტების სახით საქართელოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინსებაა.

ჩვენ ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ამასთან, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მაკრო ფინანსური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი დაამტკიცა. თუ შევაფასებთ და ვისაუბრებთ უხეში ციფრებით, ევროკავშირი დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარს გამოყოფს საქართელოსთვის. მე არ მსურს შედარებები გავაკეთო, რადგან ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, რომელსაც არ სურს ქვეყნებს შორის შედარებები აკეთოს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა“,-აღნიშნა ჰარცელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42