"თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, მას ამისთვის არც კანონი, არც სამართალი, არაფერი სჭირდება და რომ ამის მაგალითები ცოტა ხნის წინ ვნახეთ" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებების შეზღუდვის უფლებას ანიჭებს, საფრთხის შემცველია.
"რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, ადამიანის უფლებებში ართანაზომიერი ჩარევის, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა, ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ საფრთხეები, დავაზღვიოთ რისკები და ერთად, მსჯელობით მივიყვანოთ ეს კანონი ისეთი კონდიციამდე, რომ რისკები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული.
თუ რომელიმე კოლეგა გვეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ, იმიტომ რომ ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ - ამ კოლეგას შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამა გირგვლიანი, მოკლა ბუტა რობაქიძე, მოლაშვილი. ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე საერთოდ", - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






