რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი რწმუნებული დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში უკვე დაკითხეს.
ოთარ სირაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს, უწყებაში რომელიც იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს მიუვიდა წერია, რომ საქმე ეხება 332-ე მუხლს, ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
დაკითხვის დასრულების შემდეგ ოთარ სირაძე აცხადებს, რომ გამოძიებას აინტერესებდა ფაქტი, რომელიც 2005-2007 წლებში მისი გუბერნატორობის პერიოდში მოხდა.
როცა პოლიტიკური გაერთიანება "დათვის" წევრმა გოგი ბიჭაშვილმა კურორტ შოვის ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. "საქმე არის აღძრული დედათა და ბავშვთა შენობაზე რომელიც დღეს კარკასულ მდგომარეობშია თუ მომავალში ჩემთან გამოძიებას კითხვები ექნება მზად ვარ ვუპასუხო", - განაცხადა ოთარ სირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






