"ძალიან საინტერესო იქნება მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსერები, რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს.
"ევროპულ საქართველოში" კი ინტერესდებიან, როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.უნდა გავიგოთ როგორ აპირებს ბატონი გახარია საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, მაშინ, რიცა ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ამ დახმარებებს ფზა გაეხსნას"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
"ყველაზე მეტად რაც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, არის ის თუ როგირ აპირებს ხელისუფლება ამ მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, ამიტომ ჩვენი კითხვები იქნება ეკონომიკასთან დაკავშირებით, იმ ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად ვნახეთ, რომ არ არის ქვეყნის კრიზისიდან გამომყვანი"-
სერგი კაპანაძე.
გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა და დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები






