"ქართული ოცნების" ლიდერების თავის მართლება, დღე მეორე - მამუკა მდინარაძე დღეს ამბობს, რომმან, კალაძემ და კობახიძემ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგით გაიგეს, ხოლო ბრიფინგის შემდეგ გაიგეს, რომ ზურაბიშვილს მანამდე კომუნიკაცია ჰქონდა.
"ჩვენ იმ ერთ საათში, როცა ბრიფინგი ჩატარდა, მეც, კახი კალაძემაც, ირაკლი კობახიძემაც, მეტი არავინ არ იყო ქართული ოცნების ოფისში ამ დროს, გავიგეთ ბრიფინგიდან. მაგრამ ბრიფინგის შემდეგ გავიგეთ, რომ რაღაც კომუნიკაცია იყო, ჩაგვაყენა წუთებით ადრე საქმის კურსში, ეს იყო", - ამბობს დეპუტატი.
"ქართული ოცნების" სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ ოარუაშვილ-უგულავას შეწყალებიდან ერთ საათში თქვა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, მმართველ პარტიას კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგიდან გაიგეს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გაჟღერებამდე, ქართული ოცნების ლიდერები და ივანიშვილი წინასწარ გააფრთხილა.
მასალის გამოყენების პირობები






