რა შეიცვალა კაცობრიობის განვითარებაში ბოლო 50 წლის განმავლობაში და რა განაპირობებს უკეთესი მომავლის იმედს
ეს საინტერესოა - 15:37, 09 Nov, 2013     2371

ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყნების უმრავლესობა, წარსულთან შედარებით, ძალიან სწრაფად განვითარდა. ამან კაცობრიობის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედა.

მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა მთავრდება. 50 წლის წინ ერთ ქალზე ბავშვთა შობადობა საშუალოდ ხუთს უტოლდებოდა. მას შემდეგ ეს რიცხვი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დემოგრაფიაში,  კაცობრიობის ისტორიისთვის უპრეცედენტო დონემდე - 2,5-მდე დაეცა და კიდევ კლებას აგრძელებს. ეს რამდენიმე ფაქტორის გამო ხდება: ქალთა განათლების დონის ამაღლება, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხელმისაწვდომობა და აბორტების შესაძლებლობა, ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობის დონის ზრდა.

ამის დემოგრაფიული შედეგები გასაოცარია. ბოლო ათწლეულში, მსოფლიოში 0-დან 14 წლამდე  ბავშვთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიარდს სტაბილურად შედგენს. ეს რაოდენობა მსოფლიოში მაქსიმალურია! ჩვენ შევედით „ბავშვთა პიკის“ ეპოქაში.

50 წლის წინ მსოფლიო ორ ნაწილად იყო გაყოფილი: „განვითარებული“ და „განვითარებადი“. მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. ამ მხრივაც მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით - ბოლო ათწლეულში.  ჩამოყალიბდა რიგი სახელმწიფოები, რომლებიც ასეთ მკაცრ დაყოფას აღარ ექვემდებარებიან და განვითარებულ სახელმწიფოებს მკვეთრად აღარ ჩამორჩებიან.

50 წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 60 წელს უტოლდებოდა. დღეს ის 70-ს შეადგენს. თუმცა, ბევრი ქვეყანა შედარებით წრაფად ვითარდება ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ვიდრე სიმდიდრის. მაგალითად, ადამიანთა ჯანმრთელობა დღევანდელ ვიეტნამში მიესადაგება 1980 წლის აშშ-ს, ხოლო შემოსავალი მოახლეობის ერთ სულზე მიესადაგება აშშ-ს 1880-იან წლებს!

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის უკან ბავშვთა სიკვდილიანობის დონის დაცემაც დგას. ყოველწლიურად დაბადებული 135 მილიონი ბავშვიდან, 7 მილიონი, ხუთი წლის ასაკამდე იღუპება. მაგრამ 1960 წელს ამ ასაკში ყოველი მეხუთე იღუპებოდა. დღეს - 20-დან ერთი, და ეს რიცხვი აგრძელებს კლებას.

ეკონომისტები „უკიდურეს სიღატაკეს“ უწოდებენ დღეში 1,25 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ ოჯახმა არ იცის ექნება თუ არა ხვალ საკვები. ბავშვები იძულებულნი არიან  სწავლის ნაცვლად იმუშაონ. იხოცებიან დაავადებებით, რომლებიც ადვილად შეჩერებადია, როგორიცაა პნევმონია, დიარეა და მალარია. ხოლო ქალთათვის ეს ნიშნავს უკონტროლო შობადობას და ექვს, ან მეტ ბავშვიან ოჯახში ცხოვრებას.

მაგრამ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რიცხვი, 1980 წლიდან დღემდე, 2 მილიარდიდან მილიარდამდე შემცირდა. ფაქტობრივად, კაცობრიობის ისტორიაში პირველად იქმნება წინაპირობა, რომ უახლოეს ათწლეულებში, ეს ბოლო მილიარდიც გათავისუფლდეს სიღატაკისგან.

სტოქჰოლმის კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს როსლინგი. მომზადებულია BBC-ის მასალების მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42