"ბატონო ვახა, ჩვენ რომ ვაღიაროთ ეს საქმე, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო" - მაჩალიკაშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დეტალებს ყვება
პოლიტიკა - 19:21, 20 May, 2020     838

თემირლანის საქმე ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. თავად იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით თვალყურს ადევნებენ და მათი მიზანია, პარლამენტის წინ აქციების განახლების საშუალება არ მისცენ.

„თემირლანის საქმე ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. თავად იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან – ბატონო ვახა, ჩვენ რომ ვაღიაროთ ეს საქმე, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო. ჩემი სიტყვები არ არის.

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ჰქონია ამაზე ჩემთან საუბარი, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი… სამარეში ჩავიტან მათ სახელსა და გვარებს, მე არ ვიტყვი, რომ მათ პრობლემა არ შევუქმნა. კაციშვილს არ მინდა, რომ პრობლემა შეექმნას. მე მინდა ვიცოდე ვინ მომიკლა ერთადერთი, უდანაშაულო მძინარე ბავშვი. მე მინდა ვიცოდე, ვინ გამანადგურა და ამას გავიგებ“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, საქმის გამოძიებისთვის პირველ ეტაპზე ის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და წუხს, რომ ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში არ შევიდა.

„პირველ რიგში, ჩემი სურვილი და მიზანია, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ამიტომაც ვწერდი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს საქმეც უნდა შესულიყო. იმიტომ, რომ პირველივე დღიდან მოვდივარ მე ამ ბრძოლაში, სამი ზამთარი ქუჩაში გავატარე, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და ვისურვებდი, რომ შესულიყო შეთანხმებაში“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42