სალომე ზურაბიშვილის მიერ "ქართული ოცნების" მხილების შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი ოპოზიციას აკრიტიკებს.
მან ოპონენტების განცხადებებს უპასუხა და თქვა, რომ "ოპოზიცია საერთოდ თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს".
მისი თქმით, ოპოზიცია სკანდალს ეძებს.
„ნორმალური, კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი გარკვეული ფორმით თავის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს მთავარი პრობლემა - სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში,“- განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება და არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა .
მასალის გამოყენების პირობები






