როდის ჩაანაცვლებენ ყვითელ ავტობუსებს - თარიღი ცნობილია
პოლიტიკა - 12:45, 20 May, 2020     989
წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები სრულად იქნება ჩანაცვლებული და თბილისს "ევრო 6"-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ეყოლება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისაუბრა.


"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ არსებული ავტობუსის პარკის განახლება, რომელიც ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის დისკომფორტი იყო ამ ავტობუსით გადაადგილება.

ჩვენ დავიწყეთ მათი ჩანაცვლება და წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები", - თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კალაძის ცნობით, ამ რეფორმაში მერიას აზიის განვითარების ფონდი ეხმარება, "რომელიც ამუშავებს მთელი ქალაქის მასშტაბით სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, რა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის."

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები, მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას აგვისტოში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული. თუმცა წლის ბოლომდე გადაიწევს ეს თარიღი", - ამბობს კალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42