საპარლამენტო უმრავლესობაში დღესაც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
რატი იონათამიშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება.
დეპუტატის თქმით, სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები საქმის კურსში ჩააყენა.
„პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ ჰქონდა „ნაცკლასტერს“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს, თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ იქცევიან ის მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც ამ საკითხიდანაც ქულების დაწერას ცდილობენ,“- განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება და არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა .
მასალის გამოყენების პირობები






