"გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, ეს ზურაბიშვილმაც დაადასტურა"- ჭიაბერაშვილი "ოცნების" სპიკერებს "მატყუარებს" უწოდებს
პოლიტიკა - 11:37, 20 May, 2020     381
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ქართული ოცნების სპიკერები, უბრალოდ, "მატყუარები არიან" და მათი ტყუილი არაერთხელ გამოჩენილა თუნდაც განვილი თვეების განმავლობაში.


ამ განცხადებით დეპუტატი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება საზოგადოებისა და ქართველი ხალხის საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა ძალისხმევამ აიძულა.

" ახლა ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ იმას, რას იტყვის ქართული ოცნების რომელიმე სპიკერი რომელიმე დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი... რა თქმა უნდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ასევე, როგორც გათავისუფლდა უგულავა და ოქრუაშვილი, გათავისუფლდება რურუაც და ეს იქნება იმ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რასაც იჩენს ქართული საზოგადოება და მისი მოკავშირე საერთაშორისო პარტნიორები", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, იყვნენ თუ არა ინფორმირებულები ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძემ, თუ გია ვოლსკიმ, ეს მეათეხარისხოვანია.

"ისინი უბრალოდ არიან ქართული ოცნების სპიკერები, რომ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე და ზურაბიშვილის განცხადებამ ცხადი გახადა მათი არამარტო ტყუილი, არამედ ცხადი გახადა, რომ ისინი არც არაფერს წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - დასძინა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42