დეპუტატის თქმით, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური პროცესები თავის კალაპოტს ვერ დაუბრუნდება.
"ბუნებრივია, არავის ჰქონდა ილუზია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩემი აზრით, დღესდღეობით ამ ანატომიის კვლევაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გარეთ არიან და ძალიან მნიშნელოვანია, რომ მოხდეს გიორგი რურუას გათავისუფლება იმისთვის, რომ შეთანხმების ეს ნაწილი ჩავთვალოთ შესრულებულად და შემდეგ ოპოზიციამ შეძლოს, რომ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში,"- აცხადებს დეოუტატი.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება და არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა .
მასალის გამოყენების პირობები






