ღარიბაშვილის უწყება ლევან ვასაძის დას ჩოხა-ახალუხში 116 000 ლარს უხდის - "ფლანგვის დეტექტორი" გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის ნიშნებს ხედავს
პოლიტიკა - 11:05, 20 May, 2020     714
თავდაცვის სამინისტრომ 80 ჩოხა-ახალუხის შესაძენად 116, 000 ლარი გამოყო როგორც ირკვევა, თანხა "სამოსელმა პირველმა" მიიღო, რომლის მფლობელი ლევან ვასაძის დაა.


"ფლანგვის დეტექტორი" უკონკურენტო შერჩევაზე ამახვილებს ყურადღებას და ამაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

მკვლებარებმა დაადგინეს, რომ 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, კომპანიას 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან შემსყიდველების უმეტესობა სახელმწიფო დაწესებულებაა.

"თავდაცვის სამინისტრომ 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შესაძენად 9 მარტს ტენდერი გამოაცხადა - შესასყიდ თანხად 116,000 ლარი განისაზღვრა.

წინადადების მიღება 12 მარტს დასრულდა და ერთადერთი კონკურსანტი ლევან ვასაძის დის დაფუძნებული კომპანია “სამოსელი პირველი” იყო. თამარ ვასაძე კომპანიაში 85%-იან წილს ფლობს.

ამ დროისთვის შესყიდვის სტატუსი შერჩევა/შეფასებაა, რაც იმას ნიშვნავს, რომ ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაფორმებულა. ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შეძენა სურს, რომელიც მოიცავს: ნაცრისფერ ჩოხას, თეთრ და შავ ყაბალახს, თეთრ და შავ ახალუხს, 2 ცალ შავ გალიფეს, 20 ცალ მასრას, ქამარს, ჩიხოლსა და ხანჯალს.

“სამოსელი პირველიდან” ნივთები უწყებებს, სააგენტოებსა და თვითმართველობის ორგანოებს აქამდეც შეუძენიათ - 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით კომპანიას 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან შემსყიდველების უმეტესობა სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ პერიოდში მაღაზიას ჯამურად 135,365 ლარი აქვს მიღებული-"აცხადებენ "ფლანგვის დეტექტორში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42