რომან გოცირიძე ცვლილებებზე: მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიების, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი
პოლიტიკა - 19:45, 19 May, 2020     482

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება ანონპროექტს, რომლის მიხედვით, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები დაწესდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ცვლილებები იქნება რეპრესიების, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

"თქვენ საკარანტინო ღონისძიებებს, რომელიც ეხებოდა პიროვნებას, ერთ პერსონას და რომლის შეზღუდვა შესაძლებელი იყო ეპიდემიის ან მსგავსი მოვლენების დროს, დააუმატეთ ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი დღეს მოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარების პირობებში და რომელიც განხორციელდა ან ხორციელდება კონსტიტუციით პარლამენტის ნებართვით. ფაქტობრივად მთავრობას მიეცით უფლება შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ფაქტობრივად გააუქმოს ადამიანების თავშეყრისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, ჩაკეტოს ქალაქები და ეს ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს", -მიმართა რომან გოცირიძემ ქართულ ოცნებას ბიუროს სხდომაზე.

გოცირიძე ფიქრობს, რომ ყველა შეზღუდვა პარლამენტთან უნდა შეთანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ცვლილებები იქნება სერიოზული იარაღი მთავრობის ხელში, რომელიც შეიძლება ბოროტად გამოიყენონ.

"ძალიან უცნაური და გასაკვირია, რომ პარლამენტი ფაქტობრივად ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი, ფაქტობრივად, ფარ-ხმალს ყრის, დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებია, რომელიც შეუძლებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით", - ამბობს გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42