საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია - “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
პოლიტიკა - 19:36, 19 May, 2020     825

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს რომელშიც ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება არაკონსტიტუციურია.

კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვის გამოყენების წესსა და მასშტაბებს მთავრობა განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს:

  • საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება;
  • პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
  • საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
  • ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

“აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგალითად, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონის პროექტით, საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას და მოიცავს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის მოწესრიგებას კანონმდებლობისგან განსხვავებულად, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. TI-საქართველო მიიჩნევს, რომ ადამიანის ძირითად უფლებათა ამ მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს.

აორგანიზაცია, ასევე, მიუთითებს პარლამენტის როლის იგნორირებაზე ადამიანის ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვისას და ამბობს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები, წარმოდგენილი პროექტით კი, სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია. თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებათა არაკონსტიტუციური შეზღუდვა. პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს. პანდემია, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა, არადემოკრატიული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის გამოიყენება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდება”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და დასძენს, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა, მათ შორის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების, უზრუნველყოფა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურად შეზღუდავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42