პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს განხილულ კანონში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. კანონპროექტი მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც.
არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ ინიციატივას რიგი ხარვეზები აქვს და დემოკრატიული თვალსაზრისით ის გამართული არ არის.
"ვინ იქნება გარანტი, რომ არ დაირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, რომ ამ უფლებებით ბოროტად არ ისარგებლებს ხელისუფლება. შესაძლოა, ის ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა გამოიყენონ ოპოზიციური პარტიების მიმართ, როგორც ერთგვარი ანგარიშსწორება", - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, ეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან კოვიდეპიდემიის შედეგად შექმნილი სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
"ეს იქნება პრობლემა, როდესაც ჩვენ ველოდებით განსაკუთრებით მნიშვნელოვან არჩევნებს. როცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი დიდი ძალაუფლება აღმოასრულებელ ხელისუფლებას აქვს ხელში, ცხადია, ალბათობა იმისა, რომ მას გამოიყენებს, ძალიან დიდია", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






