საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანას გარკვეული შეზღუდვები სჭირდება და არა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.
"უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი ნული იქნება, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომი აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული", - აცხადებს გახარია.
საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც მთავრობას მიეცემა უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვები.
ხელისუფლების ოპონენტები ამას კორონადიქტატურის დამყარებისა და პარლამენტის ბოლომდე დემონტაჟის მცდელობად აფასებენ.
მასალის გამოყენების პირობები






