ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან
პოლიტიკა - 17:18, 19 May, 2020     575
ევროპის მთავარმა ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან.

ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიურომ აპრილში გამართულ შეხვედრაზე მიიღო, სადაც "მწვანე ალტერნატივას" საჩივარი იქნა განხილული.

,,ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ" (ბერნის) კონვენციის მმართველმა ორგანომ საქართველოს მოსთხოვა დაიცვას დიდი მდინარეები და ისინი შეიყვანოს ქვეყნის ბუნებისდაცვითი ტერიტორიების ქსელში - „ზურმუხტის ქსელში“. მან ასევე მოსთხოვა საქართველოს შეიმუშაოს მდინარეების დაცვის ეროვნული გეგმა.

ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიურომ ეს გადაწყვეტილება მიიღო 7-8 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ერთხელ კიდევ განიხილა „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი. საჩივარი „ბალკანეთის ველური ბუნების საზოგადოებასთან“ (Balkani Wildlife Society) ერთად მომზადდა და ბერნის კონვენციას 2016 წელს წარედგინა, როდესაც საქართველოს მთავრობამ „ზურმუხტის საიტების“ კანდიდატების სიიდან ამოიღო „სვანეთი 1“, რადგან იმ ტერიტორიაზე ნენსკრა ჰესის აშენება გადაწყვიტა[2]. საქართველოს ხელისუფლება საჩივრის დახურვას ითხოვდა, თუმცა ბიურომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბერნის კონვენციამ გაიზიარა „მწვანე ალტერნატივას“ არგუმენტები, რომ საქართველოში „ზურმუხტის ქსელის საიტების“ რაოდენობა და ფართობი შემცირებულია, ბუნებისდაცვითი ტერიტორიებიდან ამოღებულია ადგილები, სადაც იგეგმება ჰიდროელექტროსადგურების აშენება, დიდი მდინარეები დაუცველია და ეს ყველაფერი განპირობებულია ჰიდროენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობით.

მაგალითად, მდინარე რიონი ვერ მოხვდა საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“, ისევე როგორც ის ვერ მოხვდა დაგეგმილი რაჭის ეროვნული პარკისა და აღკვეთილის ფართობში, ვინაიდან ხელისუფლებამ ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების აშენება გადაწყვიტა.

ბერნის კონვენციის წევრი საქართველო 2002 წელს გახდა. კონვენციის წევრი ქვეყნების ვალდებულებაა, საკუთარ ტერიტორიებზე ჩამოაყალიბონ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე არეალებისგან შემდგარი ბუნებისდაცვითი ქსელი - „ზურმუხტის ქსელი“. ქსელის მიზანია ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნება. „ზურმუხტის ქსელის“ ჩამოყალიბების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს. ის 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„მწვანე ალტერნატივა“ იმედს იტოვებს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებას უპირობოდ შეასრულებს, ხოლო პროცესს გახდის გამჭვირვალეს და ჩართავს დაინტერესებულ საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს ძვირ პოლიტიკურ ფასად დაუჯდება" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42