ოპოზიციაში პარლამენტში დღეს შეტანილ კანონპროექტზე საუბრობენ. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც მთავრობას მიეცემა უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვები.
ხელისუფლების ოპონენტები ამას კორონადიქტატურის დამყარებისა და პარლამენტის ბოლომდე დემონტაჟის მცდელობად აფასებენ.
პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უნდა დაიწყოს ეკონომიკის გამოცოცხლება და ბიზნეს აქტიურობის გაჩენა, კვლავ არსებობს ეპიდემიოლოგიური რისკები და მმართველი გუნდი სწორედ ამიტომ იღებს მოცემულ გადაწყვეტილებას.
"უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას და მისი შემდგომი ეკონომიკური აღორძინების საქმეს რისკის ქვეშ დავაყენებთ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, ამავე დროს საგანაგებო მდგომარეობა და კომენდანტი საათი არ გვჭირდება", - ამბობს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მთავრობას უნდა მიეცეს უფლება საგანგებოს გამოცხადებისა და პარლამენტის ნებართვის გარეშე მიიღოს გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის ჩაკეტოს კონკრეტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრები, აკრძალოს კონკრეტულ ადგილებში თავშეყრა და დააწესოს სხვა სახის რეგულაციები.
"ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდკონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, პირბადეების ტარება, ფიზიკური დიტანცირება და ა.შ., - ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ შეზღუდვების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ოპოციის თანაბარი და სამართლიანი გარემოს გარეშე დატოვებაა.
ხელისუფლების ოპონენტების ამტკიცებენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საბოლოოდ დააკნინებს საქართველოს პარლამენტის უფლებასილებებს.
"ბიუროზე შემოიტანეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ძალიან დიდ რისკებს და შეიძლება გამყენებული იყოს ხელისუფლების მიერ ბოროტად. პარლამენტის დაუკითხავად მთავრობა ითხოვს უფლებების მინიჭებას, რომელიც არის დაუშვებელი, რადგან ის ეხება ადამიანის უფლებებს, პპირად ქონებას... ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნისთის." - ამბობს ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე.
„ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლეის მხრიდან
ეს არის პირდაპირი მცდელობა არა პანდემიის აღკვეთის, არამედ იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლოს ნორმალური საარცევნო გარემოს ჩატარება.როგორ უნდა ცატარდეს იმ ვითარებაში არცევნები , როცა ხელისუფლება დღს გადაწყვეტს, რომ ხვალ ჩაკეტოს ის ქალაქი სადაც ოპოზიციის ლიდერებს ექნებათ შეხვედრები, ზეგ ჩაკეტოს ის სოფელი სადაც ოპოზიციას ექნება შეხვედრა, მაზეგ 2-3 დღით ჩაკეტოს ის ქალაქი სადაც შეხვედრებია დაგეგმილი. ეს არის პირდაპირი მცდელობა არა პანდემიის აღკვეთის, არამედ იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლოს ნორმალური საარცევნო გარემოს ჩატარება. ეს არის პარლამენტის საბოლოო გაუქმება ქვეყანაში" - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, ბიურომ ხვალ უნდა განიხილოს. თუ საკანომდებლო ორგანო ინიციატივას მიიღებს, ის ძალაში 23 მაისიდან შევა, მას შემდეგ რაც 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






