„ როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ყავთ;
ძალიან მოეწონა საუკუნეების განმავლობაში მოპოვებული ფუნდამენტალური უფლებების ერთი ხელის მოსმით ჩამორთმევა.
ამიტომ, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, მომავალში აუცილებლად დაისჯება.
თუმცა, ყველას გვახსოვს ისიც, რომ ახლანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ შს მინისტრობის დროს დარბოდა თავის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალებით, საჭირო იყო თუ არა და კინაღამ „ააფეთქა“ ქვეყანა არაერთხელ.
და ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნების დროს რომ იქნება ასეთი უფლებები, რა მოხდება მერე?! ანუ, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ჩაატარებს არა „ქართული ოცნება“ , დიდი ალბათობით შესაძლოა კანონგარეშე გამოცხადდეს.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე
მასალის გამოყენების პირობები






