ივანიშვილის გუნდის ოპონენტები დღეს „ახალი საქართველოს“ ოფისში შეიკრიბნენ,
შეხვედრას 12 პარტიისგან გაერთიანებული ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მართავს. განხილვის თემა სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებია
მათი თქმით, "მთავარი არხის" ერთ-ერთი მწეილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ისევ საკვანძო საკითხად რჩება.
ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი შეთანხმდებიან ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე. სავარაუდოდ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის არჩევნებზე წარდგება კოალიციის სახით და გაერთიანებაში შემავალი პარტიები ერთი პროპორციული სიით იქნებიან წარმოდგენილნი. არსებული ინფორმაციით, ისინი სხვა ოპოზიციური პარტიებისგან წარმოდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ და მაჟორიტარების ერთიანი სია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებზე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ 12 პარტია კოალიციის სახით იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ მაჟორიტარ კანდიდატებსაც ერთობლივად წარვადგენთ და ვიქნებით კოალიცია, ანუ პროპორციულ ნაწილშიც ერთად ვიქნებით. ოღონდ მხოლოდ ჩვენ, „ძალა ერთობაშია“ , სხვა პარტიები არა. ჩვენი კოალიცია ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე და პირველი ტური ფაქტობრივად მოვიგეთ, მეორე ტურში მძაფრი გაყალბების შედეგად სამწუხაროდ სხვა შედეგი გაფორმდა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის მურმან დუმბაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი ეყოლება.
„საერთოდ უნდა გითხრათ, რომ პარტიულ სიებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ყველა გეოგრაფიაში და სავარაუდოდ ეს იქნება 30 მაჟორიტარული ოლქი, გვეყოლება ერთი საერთო კანდიდატი. იქნება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავად დააყენებენ მაჟორიტარ კანდიდატებს მაგრამ ეს არის გადასაწყვეტი“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






