"ჩემთვის უკიდურესად მძიმეა..." - გიორგი გახარია უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 16:13, 19 May, 2020     593


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

გახარიამ აღნიშნა, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის ძალიან მძიმეა.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან გაკავშირებით, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლების იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი ყველაფრის, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ მობილიზებული ვართ კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის... ქართველი ადამიანი არის ბრძენი, აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“.“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42