"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტში გამართულ კრიტიკულ დებატებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი მწვავე გზავნილები ევროპარლამენტისგან არ ახსოვს.
ოპოზიციონერი "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"არანაირი გამოსავალი არ აქვს დღეს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ დაუყოვნებლივ მოხსნას წნეხი სასამართლლოზე. ეს არის დღეს ხელისუფლების და პირადა ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო ინტერესებში, რომ მოუსმინოს იმ გზავნილებს, რაც დღეს გაჟღერდა ევროპარლამენტში. მე არ მახსოვს ჩემი მრავალწლიანი პრატქიკიდან ევროპარლამენტთან ურთიერთობის, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული საქმე ამდენჯერ და ამდენი სიმწვავით მოხსენიებული იყოს ევროპარლამენტის მხრიდან",- აცხადებს სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






