„ხვალიდან ყველას ექნება ინსტრუქციები" - პრემიერის დავალება ელჩებს
პოლიტიკა - 15:30, 19 May, 2020     422
საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ კახეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოების გააქტიურების შესახებ ისაუბრა.
პრემიერმა თქვა, რომ ელჩებს ხვალიდან ექნებათ ინსტრუქციები, იმისთვის რომ საქართველოს, როგორც პირველი მწვანე ქვეყნის, პოზიციონირება მოახდინონ.

„გუშინ მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყანაში. ყველას ვესაუბრებით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც სუფთა ქვეყნებთან... საბერძნეთიც სხვათა შორის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით.

თითოეულ ელჩს აქვს დავალება. ხვალიდან ყველას ექნება ხელში ის ინსტრუქციები, რომლებიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ყველგან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და ამ რისკების მენეჯმენტი გააკეთოს.

კრიტიკული ამ პროცესში არის სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს და პროტოკოლები შედგენილია, იქ არის საჭირო ადგილზე ტესტების ჩატარება და მთელი პროცედურები, იმ ვადებში რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად. რა თქმა უნდა ტრანსპორტი, რომლის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზე დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42