ცნობილია რომელი ქვეყნებიდან მიიღებს საქართველო ტურისტებს
პოლიტიკა - 15:16, 19 May, 2020     761

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო ისრაელის გარდა ტურისტებს სხვა ქვეყნებიდანაც მიიღებს.


გიორგი გახარიას თქმით, ტურისტების პირველი ნაკადის მისაღებად მთელი რიგი სამუშაოები და ღონისძიებები გატარდება. პრემიერის თქმით, შესაბამის პროტოკოლებზე ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს და ყველაფერი დათქმულ ვადაში მოესწრება.

„მაგალითად, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი. კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, პრიბალტიკის ქვეყნებთან. კარგად მიდის მოლაპარაკება საბერძნეთთან იმიტომ, რომ საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ვირუსი კარგად მართა. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ხვალიდან ყველას ექნება ხელში ის ინსტრუქციები, რომლებიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ყველგან განაცხადოს: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს და პროტოკოლები შედგენილია. საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და მთელი პროცედურები, რომელთათვისაც ქვეყანა, იმ ვადებში, რა ვადებიც გამოვაცხადეთ, მზად იქნება. რა თქმა უნდა, ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაც ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42