პრემიერმა გიორგი გახარიამ კახეთში გამართულ შეხვედრაზეტურისტული სფეროს წარმომადგენლებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ წაიღონ პროტოკოლები და ნელ-ნელა დაიწყონ მზადება.
მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტის მიღება შეუძლებელია.
„ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაც ძალიან დიდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უკვე შეგეძლებათ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის ადმინისტრაციიდან წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა ჩაერთოთ პროცესში, რათა მზადება დაიწყოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მივიღებთ. უბრალოდ მსოფლიოში არ იქნება ისეთი მიმოსვლა, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რაც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






