ქავთარაძეზე ახლადაშენებულ კორპუსში ფანჯრების ამოჭრა დაავიწყდათ - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:01, 19 May, 2020     750

ქავთარაძის #58-ში მდებარე მდებარე, ახლადშენებულ კორპუსში ფანჯრების ამოჭრა დაავიწყდათ. 14 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ორი ოჯახი უკვე ცხოვრობს, ყრუ კედელს ახლა თავიდან აგრევენ და ფანჯრებს ჭრიან.

თბილისის საკრებულოს წევრები ოპოზიციდან ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

"ვხედავთ კალაძის ნოუჰაუს, რომ მან მისცა უფლება დაენგრიათ კედლები და ჩაესვათ შემდგომში ფანჯრები. თუმცა ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რადგან აქ ჩასმის დროს მშენებლობა მიდიოდა მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევებით" - ამბობს ირაკლი ნადირაძე, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში.

ოპოზიციში ასევე განმარტავენ, რომ კომპანია "ნიუ გრუპ +", რომელიც აღნიშნულ კორპუსს აშენებს, ეკუთვნის ლაშა ბაგრატიონს, რომელიც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ძმაა და კორპუსის მშენებლობის ნებართვაც გარკვეული დარღვევებითაა მოპოვებული. მათივე მტკიცებით, მშენებლობაც დარღვევებით მიმდინარეობს, თუმცა კომპანიამ მხოლოდ რამდენჯერმე მიიღო გაფრთხილება და ჯარიმა მისთვის არ დაუკისრებიათ, მას ხარვეზების გამოსასწორებლად 120 დღიანი ვადა მისცეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის მუშაობისას დაუმტკიცეს ეს ობიექტი მის ძმას, ლაშა ბაგრატიონს.

კომპანია "ნიუ გრუპში" კატეგორიულად უარყოფენ კორუფციული ფაქტების არსებობას და ამბობენ, რომ როდესაც მშენებლობისას მიწა შეიძინეს, აქ დამტკიცებული პროექტი უკვე არსებობდა და მათ რამდენჯერმე მოუხდათ პროექტის გადაკეთება, ფანჯრების მოგვიანებით ამოჭრაც ამ მიზეზით მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42