ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარებზე შეთანხმებას იწყებენ - ხელისფლების ოპონენტები "ახალი საქართველოს" ოფისში შეიკრიბებიან, სადაც მთავარი გზავნილებსა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მაჟორიტარების საკითხი იქნება.
ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწევენ.
მათი თქმით 8 მარტის შეხვედრის პირობების შესრულების შემდეგ, ყველაზე მთავარი ერთიანი სტრატეგიის შენარჩუნება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანი ფრონტი:
"რეაქცია, რასაც მთავრობა აძლევს, ის, რომ პრეზიდენტი პირადად ესხმის თავს ძალიან პატივსაცემ ევროპარლამენტარს, არის უბრალოდ კიდევ ერთი ნიშანი ჩვენი პარტნიორებისთვის, რა მძიმე ვითარებაა შექმნილი, ამის დასტურია კინზინგერის დღევანდელი განცხადებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანი ფრონტი, დაიცვას ეს ხაზი, კარგად დაადასტუროს, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე, ჩვენი მხრიდან არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და 8 მარტის შეთანხმება ჩაშლილად ჩაითვლება"- განაცხადა სამადაშბვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






