კორუფციული გარიგებები, საეჭვო ტენდერები, მიტაცებული მილიონები და გამდიდრებული ყოფილი მაღალჩინოსნები - სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის დაუსრულებელი მშენებლობის სკანდალი
პოლიტიკა - 00:29, 19 May, 2020     716
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, კორუფცია რომ უმწვავეს პრობლემად იქცა, ეს ივანიშვილის გუნდის მმართველობის თითქმის ცხრაწლიანი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამოჩნდა.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები ამჯერად სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზის დაუსრულებელ მშენებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მილიონობით ლარის მიტაცების სქემაზე საუბრობენ.

რა ხდებობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის დაკონსერვებამდე? - შემოვლით გზაზე მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. საზეიმო პრეზენტაციას ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი კვირიკაშვილი დაესწრო და აღნიშნული მშენებლობა პრემიერ-მინისტრობამდე მიმავალ გზაზე მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა.

მეტიც, ავტომაგისტრალის მშენებლობა პრემიერ–მინისტრად არჩეულმა კვირიკაშვილმა მის მიერვე შემუშავებულ 4 პუნქტიან გეგმაში ჩასვა.

დღეს 2020 წელია, კვირიკაშვილი 2 წელის წინ ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას, თუმცა მაგისტრალი, რომლის პირველი მონაკვეთი ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე დაუსრულებელია.

პირველ ლოტზე გამარჯვებული უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ტენდერში გამარჯვებიდან მალევე გაქრა და თან წაიღო სახელმწიფოს მიერ ავანსად გადახდილი მილიონები.

"საქართველომ 80 მილიონი ლარი სამუდამოდ დაკარგა. ეს ფული იმიტომ ვერ დაიბრუნეს, რომ უკრაინის ერთ-ერთ ბანკთან საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს, ბანკი მშვენივრად ფუნქციონირებს, თუმცა საქართველოს არაფერს არ აძლევს"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

მისი თქმით, უკრაინულ ბანკთან საბანკო გარანტიები თავიდანვე შეგნებულად არასწორად, იყო გაფორმებული.

"ეს გარანტია სამართლებრივად გამართული რომ ყოფილიყო მაშინ საერთაშორისო არბიტრაჟში ვუჩივლებდით და საქართველო "ალტკომს" ავტომატურად ჩამოაჭრიდა თანხას, თუმცა რადგან გარანტია არასწორად არის გაფორმებული ეს წინასწარ შეთქმულებისა თუ შეთანხმების საგანია, რომ ეს ფული ქვეყანას არ დაბრუნებოდა"- დასძენს პარლამენტის წევრი.

აღსანიშნავია, რომ "ალტკომის" მიერ დანერგილი ფულის მიტაცების პრაქტიკა სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზის მშენებლობაში ჩართულმა ახალმა უცხოურმა კომპანიებმაც წარმატებით გააგრძელეს.

საქართველოს მიერ ავანსად გაცემული 30 000 000 მიითვისა იტალიურმა კომპანია "ტოდინმაც", რომლის გარანტორი ყაზახური ბანკი "სატანა ბანკი", რომელსაც როგორც ირკვევა, სალიდიკვაციო კომპანია მართავდა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში 7 მინისტრი შეიცვალა, თუმცა გაფლანგული მილიონებისა და შეუსრულებელი პროექტების გამო არავინ დასჯილა.

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის დაუსრულებელი მშენებლობისა და მითვისებული მილიონების დრამატული ისტორია ამით არ დასრულებულა. მეორე ლოტის შემთხვევაში 18 კილომეტრიან მონაკვეთის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თავდაპირველი ღირებულება 253 000 000 ლარს შეადგენდა ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრომ" გაიმარჯვა.

ჩინურ კომპანიას მძიმე კორუფციული წარსული აქვს - ის ჯერ კიდევ 2013 წელს მსოფლიო ბანკმა დააჯარიმა არაკეთილსინდისიერი გარიგებების გამო. "სინოჰიდრო" აფრიკის ბანკის შავ სიაშია. ჩინური კომპანიას მალაიზიაში კორუფციის მონუმენტს უწოდებენ, რადგან მის მიერ უხარისხოდ აშენებულმა კაშხლის ჯებირმა, ათიათასობით მოსახლეს პრობლემები შეუქმნა და აკომიგრანტებად აქცია.

სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზის კორუფციულ საქმეს კარგად იცნობს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მილიონიან ტენდერებში ამარჯვებიმებს კომპანიებს, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში არაერთხელ არიან მხილებულნი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, "სინოჰიდრო", საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტებში მონაწილეობისთვის განვითარებად ქვეყნებს ირჩევს. ის გამოცხადებულ ტენდერებში სახელმწიფოს სთავაზობს დაბალ ფასს, იმარჯვებს ტენდერში და ამის შემდეგ სახელმწიფოსგან ხელშეკრულებებში შესწორებების შეტანას და ფინანსების გაზრდას მოითხოვს.

კაიკაციშვილის ორგანიზაცია ჩინური კომპანიის საქმიანობით დაზარალებულ ათობით ადამიანის ინტერესებს დღესაც იცავს, რომელთა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, კომპანიამ გამოიყენა და კომპესანცია არ გადაიხადა.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" კომპანია "სინოჰიდროსთან" დაკავშირებით ფუნდამენტური კვლევა ჩაატარა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სატენდერო კომისიის წევრები, რომლებმაც კომპანიას მრავალმილიონიან ტენდერში გაამარჯვებინეს, შემდეგ ამავე კომპანიების მმართველ რგოლში მაღალ თანამდებობაზე დასაქმდნენ.

HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე სახელმწიფო უწყებიდან კერძო კომპანიაში ჩინოვნიკების გადასვლის სქემას მარტივად ხსნის:

"ამას ჰყავს ერთი დირიჟორი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულმა კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში. ამ ადამიანს აქვს იქ კორუფციული ინტერესი და შესაბამისად სჭირდება მაკონტრილებელი. ამ მაკონტროლებელს კი სჭირდება ადამიანი, რომლსაც ესმის საქმე, ხარჯები და ასეთი ადამიანები მუშაობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ასეთი ადამიანები აჰყავთ და სვავენ კომპანიებში რომ თავიანთი ინტერესი აკონტრილონ. აკონტროლებენ იმ კორუფციულ გარიგებას, რომელიც შედგა მანამ სანამ კომპანია ტენდერში გაიმარჯვებდა"- აცხადებს ურუშაძე.

კონკრეტული მაგალითების საფუძველზე რომ ვისაუბროთ, ირაკლი ხერგიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო მაშინ, როცა ტენდერში"სინოფიდრომ" გაიმარჯვა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ისეთ კომპანიაში გადავიდა, რომელიც "სინოჰიდროს" საქმიანობას ზედამხედველობას უწევდა.

შესაძლო კორუფცია და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - ცნობისთვის, თავდაპირბელი პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი მთლიანად ხიმინჯებზე უნდა შემომდგარიყო, რადგან ტერიტორია დაჭაობებულია და ამით სამომავლო გართულებები თავიდან აეცილებინათ, თუმცა პროექტი მოულოდნელად შეიცვალა და ბეტონის მასიური ავტობანი მიწაზე დააგეს. როგორც მოსალოდნელი იყო, გზა მალევე ჩაინგრა და სახელმწიფომ მილიონობით ლარი იზარალა. გზების დეპარტამენტში კი ამის შესახებ პასუხისგებაში არავინ მიუციათ. მეტიც, რამდენად უსაფრთხოა, უხარისხოდ ნაშენები და მერე გადაკეთებული მილხიდები ამაზეც შესაბამისი უწყება დუმს.

საარბიტრაჟო დავები და ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები - როგორც წესი, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დოში გაწელვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან სანქციებს იწვევს. სახელმწიფო უწყების ნაბიჯს სასამართლო დავები მოჰყვება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უცხოურ იურიდიულ ფირმებს ქირაობს და მათ მოსახლეობის კუთვნილი ფულით აძლევს გასამსჯელოს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მხოლოდ ერთ უცხოურ იურიდიულ ფირმას ორი წლის განმავლობაში ათ მილონზე მეტი ლარი აქვს გადახდილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ეს უსარგებლოდ, უსაგნოდ გადაყრილი მილონებია.

"ეს დავები ჩვენთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. ეს უპერსპექტივო დავებია. აქ ფიგურირებენ ჩვენი თანამდებობის პირები მათი გამოაშკარავება ივანიშვილს არ სურს. ალბათ საკუთარი ინტერესების გამო" - აცხადებს ოპოზიციონერი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42