12 წლის ბიჭმა, მამუკა გურულმა ნიკა ღვინჯილიასათვის, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, კარდაკარ სიარულით თანხა ააგროვა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამუნა რუხაძე ავრცელებს.
„ეს სასწაულია, მეგობრებო არ ვიცი რა ვთქვა, ეს წუთია კარებზე დააკაკუნეს, კარი გავაღე და მამუკა გურული მომადგა.
უცნაურად მიყურებდა არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი და პირდაპირ მითხრა თამუნა დეიდა, მე კარდაკარ ჩამოვიარე და ნიკასთვის ფული ავაგროვეო, მოულოდნელობისაგან ეხლაც ვტირი… ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო.
ბიჭი მხოლოდ 12 წლისაა, ასეთ რამეს ვერც კი მოვიფიქრებდი. მამუკელა ჩემო საყვარელო, შენ გაიხარე საყვარელო როგორც
მე შენი საქციელით გამახარე და თან ამატირე ემოციებს ვერ ვმალავ ჩემო საყვარელო“ – წერს თამუნა რუხაძე.
ცნობისთვის ბიჭს, გულის უკმარისობა აქვს და იმისთვის, რომ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს, გულის გადანერგვა სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






