სააღსრულებო სერვისების მიღება იუსტიციის სახლებში კვლავ შესაძლებელია
პოლიტიკა - 18:18, 18 May, 2020     420

18 მაისიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნული ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში, მატერიალური ფორმით წარადგინონ.

მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი.

სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge:

Ø უნდა აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა;

Ø საკონტაქტო ინფორმაციის შევსების შემდეგ, მომსახურების ტიპში უნდა მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება;

Ø კალენდარში მონიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურების მიღებამდე უნდა წარადგინოს.

იუსტიციის სახლში ვიზიტისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს ეკეთოს პირბადე; ფილიალებში არ დაიშვებიან ბავშვები და მომხმარებლის თანხმლები პირები.

ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სერვისების გაცემასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებას ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტაციის საშუალებით. დოკუმენტაციის ასლების რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge საშუალებით. დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებულია დოკუმენტაციის დედნები წარმოადგინოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 749 649





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42