„ევროპული საქართველოში" აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება, ქვეყანა, საქართველოს მეგობრები, ყველა ელის გიორგი რურუას გათავისუფლებას.
"შემდეგ ელოდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას პარლამენტში, შემდეგ არსებით გაუმჯობესებას საარჩევნო კოდექსის საერთაშორისო რეკომენდაციებისა და პარტიებს შორის არსებითი კონსენსუსის საფუძველზე, შემდეგ არსებითად უფრო ნორმალურ არჩევნებს და შემდეგ ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში ეს ეხება ივანიშვილის გუნდს, შეგუებას მშვიდად ჩვენი ამომრჩევლის ვერდიქტის, რაც მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩამოცილების ტოლფასი. ამის შემდეგ ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს ამ ჩიხიდან, პირველ რიგში ეკომონიკური ჩიხიდან და განახორციელოს სწრაფი რეფორმები სასამართლოში, რომ ისტორიული ამოცანა გადავჭრათ.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, დიახ, კოორდინაცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იქ, სადაც ეს მომგებიანია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, მოხდება”, - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






