"მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ 3 თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 16:21, 18 May, 2020     521

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას წინადადებთ მიმართავს, რომელიც საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას გულისხმობს.

როგორც მელია აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს ბანკის ვალი აქვს, ქვეყანაში კი ეკონომიკა გაჩერებულია, ხელისუფლებამ ხალხი ამ გადასახადებიდან მაინც უნდა გაათავისუფლოს.

„ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ხილვა, რასაც უკანასკნელი დღეები ვაკვირდებით. ხელისუფლება საერთოდ აღარ ჩანს. თუ აქამდე იყო იმიტაცია, რომ პროცესებს მართავდნენ, დღეს საერთოდ დაიკარგნენ.

ივნისში იწურება ის 3 თვე, რომლის განმავლობაშიც ბანკებს საშეღავათო პერიოდი ჰქონდათ დაწესებული. შესაბამისად, გაჩნდება გაზრდილი პროცენტების გადახდის ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, იძულებითი აღსრულება დაიწყება.

საერთაშორისო პარტნიორებისა და სავალუტო ფონდების დახმარებით, ჩვენ საბანკო სექტორისთვის მილიარდ-ნახევარი დოლარი მოვიზიდეთ, ეს გვაძლევს საშუალებას გაგრძელდეს საშეღავათო პერიოდი. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ 3 თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი. დარწმუნებული ვარ ამ მოწოდებაში სრულიად საქართველო ერთიანი იქნება“ _ - განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42