"ოცნების" დეპუტატი რომენ კაკულია ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც "ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე".
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკოსი ქვეყნის საშინაო საქმეებში მიუღებელი ფორმებით ერევა. "
"სამწუხარო გახლავთ ის, რომ ასეთი ტიპის ჩარევები მიმართულია იმისკენ, რომ თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს, არაფერს ემსახურება იმის გარდა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთი არსებობს საქართველოში.
იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს ასეთ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსალეობას დარწმუნებული, ვარ არ ჭირდება", -განაცხადა რომან კაკულიამ.
"ოცნების" დეპუტატის თქმით, საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ სამართლებრივი საქმეები პოლიტიკური ჩარჩოთი შეფუთოს და მოძებნოს პოლიტიკოსი საზღვარგარეთ, რომლის განცხადებასაც, დასავლეთის პოციზიცად წარმოაჩენს.
"ამიტომ მე ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს ასეთი ტიპის ჩარევებს, როდესაც ის სწავლობს რაიმე ტიპის რუსულ პროპაგანდაზე. დასავლეთი ერთის მხრივ ხარჯავს ფულს, თითქოს პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს საქართველოში, მათ გაღრმავებას" ამბობს კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






