თუ სასამართლოს არ მიუთითებენ, ესეც საკმარისია რურუას გათავისუფლებისთვის - ადვოკატი
პოლიტიკა - 15:32, 18 May, 2020     412
"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის სასამართლო განხილვა 20 მაისს 10 საათისთვის გადაიდო. გიორგი რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ "თუკი სასამართლოს არ ექნება მითითება, რა გააკეთოს, ესეც კი საკმარისია იმისთვის რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

მისი შეფასებით, ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილება უკანონო გადაწყვეტილება იყო.

"ჩვენ თითქმის ყველა სხდომაზე ვაყენებთ რურუას გათავისუფლების მოთხოვნას და მომავალშიც ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ... დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბრალდების პოზიციის აბსურდულობა. უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ თითქოს ვინმე დავით დვალიშვილმა დაურეკა, რომელსაც იცნობს, თუმცა არ შეუძლია ფიზიკურად აღწეროს, მათ შორის არ იცის მაღალია თუ დაბალია, მსუქანია თუ გამხდარი. ეს ადამიანი მას არ იცნობს და ათქმევინეს, თითქოს ვინმე დვალიშვილმა სთხოვა ავტომობილის გაჩერება.

ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება რაც პატრულის თანამშრომელმა განაცხადა, იყოს ის რომ მას ხელმძღვანელმა უთხრა, არ გაეკეთებინა სამხრე კამერა. ანუ განზრახ არ გააკეთებინა, რათა არ დაფიქსირებულიყო გიორგი რურუას დაკავება", - ამბობს საძაგლიშვილი.

საქმის პროკურორი, ვასილ სამხარაძე კი აცხადებს, რომ საქმეზე უმეტესი მოწმე ჯერ კიდევ დასაკითხია.

"პატიმრობაში დატოვების ძირითადი მიზეზი იყო ის გარემოება რომ ახალი შემამსუბუქებელი რაიმე არ არსებობს. ის საფრთხეები, რაც არსებობდა, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, კვლავაც არის. ბრალდებამ უკვე 15 მოწმე დაკითხა და 24 კვლავაც დასაკითხია", - თქვა პროკურორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42