საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა.
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს დღეს, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
"თუ გავიხსენებთ ჩვენ წინა პროცესებს, სადაც ე.წ. დაზარალებულმა გვითხრა, რომ არ იცის რაშია დაზარალებული და განაცხადა, რომ მას პროკურატურამ უთხრა რომ იგი დაზარალებულია, თუ დავამატებთ იმასაც, რომ ოთხ სასამართლო პროცესზე ე.წ. „შპარგალკები“ იყო, გუშინ ვნახეთ ადამიანი სახელმწიფო აუდიტიდან, რომელმაც განგვიცხადა, რომ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა გაეცა რეკომენდაცია, რომლის შესწავლის საშუალებაც ექნებოდა, მაგრამ ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტომ მათ არ გადაუგზავნა დოკუმენტები, ეს გახდა მის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველი“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






