"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩაშალოს შეთანხმება... საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, ვიდრე რურუა ციხეში რჩება"- სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
პოლიტიკა - 12:25, 18 May, 2020     508

სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, - ასეა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის შრფასება.

დეპუტატმა გიორგი რურუას პატმრობაში დატოვება სასამართლოს ეზოში შეაფასა და აღნშნა, რომ ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს და ქვეყანას უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი აარიდოს.

მისივე თქმით, 8 მარტის აშეთანხმება არ იქნება შესრულებული, სანამ გიორგი რურუა არ დატოვებს საპყრობილეს.

"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩაშალოს შეთანხმება, ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ისინი აპირებენ ჩაშალონ ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვონ საპყრობილეში. სამართლებრივი ლოგიკა გიორგის დატოვებას ციხეში უბრალოდ არ გააჩნია და ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს კიდევ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძალიან მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება"- აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ რურუას პატიმრობაში დარჩენას დასავლელი პარტნიორების რეაქცია აუცილებლად მოჰყვაბა.

"რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან ცალსახად ერთადერთ გადაწყვეტილებას, რაც არის გიორგი რურუას გათავისუფლება საპყრობილედან. ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზის, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42