ხვალ, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“ ვაკის პარკიდან დაიწყებს მშვიდობიან მსვლელობას სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმის გამკაცრების, უცხოელი მუშების შემოყვანის აკრძალვის, ქართული მიწა-წყლის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის და ქართული ენის უფლებების დაცვის მთხოვნით. მსვლელობა სანქცირებულია თბილისის მერიის მიერ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილმა ე.წ. ლიბერალურმა საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკამ საქართველოს უკვე მოუტანა კატასტროფული შედეგები. მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გასულია 1.5 მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, მათ ადგილებს უვიზო რეჟიმის პირობებში იკავებენ პაკისტანის, ინდოეთის, ერაყის და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც ქართული ენა იცის, არც საქართველოს ისტორიას იცნობს და ისინი უმოკლეს ვადებში იღებენ საქართველოს მოქალაქეობას. შედეგად, შეიქმნა საფრთხე, როცა ეთნიკურად ქართველები შეიძლება აღოჩნდნენ უმცირესობაში და იქცნენ უცხოელთა მომსახურე ფენად თავისივე სამშოლბოში, ისევე, როგორც ეს მოხდა სინგაპურში, სადაც ადგილობრივი ეთნოსი 10%-მდე შემცირდა. ყოფილმა ხელისუფლებამ აზიის და აფრიკის 80 ქვეყანასთან შემოიღო უვიზო რეჟიმი, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, საიდანაც არსებობს ტერორიზმის და სხვადასხვა ვენერიულ დაავადებათა გავრცელების ერთ-ერთმა აზიელმა პირმა კი 26 ოქტომბერს ქართველ ახალგაზრდას 4 ჭრილობა მიაყენა ბასრი იარაღით.
კერძოდ, 26 ოქტომბერს „ეროვნული ფრონტის“ რამდენიმე წევრი დავესწარით საფეხბურთო მატჩს „თბილისის დინამოსა“ და „ქუთაისის ტორპედოს“ შორის. შეხვედრა თბილისური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვების აღსანიშნავად, „ეროვნული ფრონტის“ წევრებმა გადავწყვიტეთ ლუდი გვეყიდა აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირის გადაკვეთაზე, ძველი კინოსტუდიის მოპირდაპირე მხარეს, მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში. აღნიშნული შემინული დაწესებულება, ერთი შეხედვით, ნამდვილად, ჰგავდა ბარს, რადგან ქუჩის მხრიდან კარგად ჩანდა სავარძლებში მოკალათებული რამდენიმე, ჩვენი ვარაუდით, ირანელი ან არაბი მოქალაქე, ჩილიმის აპარატურა, მაგიდები და რამდენიმე ქართველი “ქალბატონი”.
„ეროვნული ფრონტის“ რამდენიმე წევრი შევედით აღნიშნულ დაწესებულებაში და ვიკითხეთ თუ შეიძლებოდა იქ ლუდის დალევა. აღნიშნულ კითხვაზე არავინ გაგვცა პასუხი, რადგან აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მესვეურთაგან არავინ იცოდა ქართული, გარდა ერთი გოგონასი, რომელმაც, გარკვეული პაუზის შემდეგ გვიპასუხა, რომ ჩვენი ადგილი იქ არ იყო და იქ არაფერი გვესაქმებოდა. ამ დროს, დაწესებულების შუშაზე გარედან შევნიშნეთ წარწერები მხოლოდ არაბულ ენაზე და დავინტერესდით თუ რატომ ჰქონდათ სარეკლამო წარწერები მხოლოდ არაბულ ენაზე, როცა კანონმდებლობით ყველა ბიზნეს სუბიექტი ვალდებულია იქონიოს ქართულ ენაზე შესრულებელი წარწერები. ამ კითხვამ ააფორიაქა ქართულად მოსაუბრე გოგონაც, ხოლო ერთ-ერთმა იქ მყოფმა აზიელმა, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, გარკვეული ნივთიერების ზემოქმედებით გამოწვეული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, დაიწყო აგრესიული ჟესტიკულაციებით და ხელის კვრით თავისი უკმაყოფილების გამოხატვა.
მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოწოდებისა, რომ მოეხმოთ დაწესებულების ხელმძღვანელისთვის და განემარტათ თუ რატომ ჰქონდათ მხოლოდ არაქართული სარეკლამო წარწერები და შეეწყვიტათ აგრესიული გამოხდომები, აღნიშნული აზიელი ბიზნესმენი გადმოვიდა პირდაპირ შეტევაზე და შეეცადა ხელისკვრით გამოვეძევებინეთ დაწესებულებიდან, რის შემდეგაც „ეროვნული ფრონტის“ ორ წევრს ფეხი მოჰყვა კარებში. კარების გაღების და გათავისუფლების მცდელობისას ჩაიმტვრა დაწესებულების რამდენიმე შუშა. ამის შემდეგ, „ეროვნული ფრონტის“ წევრები უკვე ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდით, როცა ხსენებულმი აზიელი ბიზნესმენი გამოვარდა დაწესებულების გარეთ და ფიზიკური დაპირისპირება გააგრძელა უკვე ქუჩაში. როგორც სჩანს, მიხვდა რა, რომ ფიზიკურად არანაირი შანსი არ ჰქონდა, ამოიღო ბასრი იარაღი, სავარაუდოდ, დანა და „ეროვნული ფრონტის“ ორ წევრს რამდენიმეჯერ მოუქნია, მაგრამ მათ მოახერხეს მოქნეული ცივი იარაღის აცილება.
ამის შემდეგ, თავდამსხმელმა ქუჩაში არსებული ერთ-ერთი ხის სკამი ისროლა, რომელიც დაეცა მიკროავტობუსის წინ სავალ გზაზე და ის ისევ განაგრძობდა დანის ქნევას. „ეროვნული ფრონტის“ ერთ-ერთ წევრი შეეცადა მის შებოჭვას, რა დროსაც აზიელმა მას მიაყენა 4 ჭრილობა ყელის, გულმკერდის, მუცლის და ხელის მიდამოებში. ამის შემდეგ, თვდამსხმელი თავის დაწესებულებაში შევარდა, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ წევრებმა დავტოვეთ შემთხვევის ადგილი. 1 ნოემბერს „ეროვნული ფრონტის“ დაჭრილმა წევრმა შეიტანა განცხადება მთავარ პროკურატურაში მის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით.
ამიტომ, ყველა, ვინც ეწინააღმდეგებით უცხოელი მოქალაქეების მასობრივ შემოსახლებას საქართველოში და ეთანხმებით სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმის გამკაცრების მთხოვნას, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ 10 ნოემბრის მსვლელობაში, რომელიც დაიწყება ვაკის პარკიდან 14 საათზე. მსვლელობის მოთხოვნებია: 1.გამკაცრდეს სავიზო და საიმიგრაციოა რეჟიმი!
2. შეწყდეს უცხოელი მუშების შემოყვანა!
3. გამკაცრდეს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები!
4. დაცულ იქნას ქართული ენის უფლებები!
5. შეწყდეს ქართული მიწა-წყლის გასხვისება!
6. შეწყდეს რელიგიური ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება!
7. აიკრძალოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების და ფასეულობების შეურაცხყოფა!
8. დაპატიმრებულ იქნას აზიელი მოქალაქე, რომელმაც 26 ოქტომბერს ხელი აღმართა ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლეზე!
მასალის გამოყენების პირობები






