მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ანჩოუსი, ქაფშიასებრთა ოჯახის წევრი, რომელიც დღეს ყველასთვის საყვარელი პიცის ინგრედიენტი, ერთ დროს ზღვების რისხვა და დიდი ზომის მტაცებელი თევზი იყო.
მართლაც, დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ ეს თევზი სიგრძეში ერთ მეტრს აღემატებოდა, ჰქონდა ბასრი კბილები და ერთი ეშვი, ყბის ზედა ნაწილში და მრისხანე მტაცებელი იყო.
თუ დღეს ანჩოუსები მხოლოდ პლანქტონებით იკვებებიან, მისი წინაპრები სერიოზული მონადირეებიო იყვნენ.
ანჩოუსების წინაპრების ჩონჩხის ნარჩენები რამდენიმე წლის წინ აღმოაჩნეს ბელგიისა და პაკისტანის კარიერებში. მათგან "პაკისტანელი" თევზი უფრო მოზრდილია და მისით მიჩიგანის უნივერსიტეტის პალეონტოლოგები ახლახანს დაინტერტესდნენ. სწორეთ მათ დაადასტურეს, რომ ეს ნარჩენები ანჩოუსების, ე.წ. ქაფშიასებრთა ოჯახის ახლო ნათესავები არიან.
რა მოხდა, რატომ დაპატარავდნენ ზომაში ეს თავზები და რატომ გაუქრათ მათ ბასრი კბილები და ეშვი?
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქმე მელ-პალეონგენურ გადაშენბებაშია, როდესაც ბევრი ეკოლოგიური ნიშა დაცარიელდა, რამაც გადარჩენილი თევზების გადაგვარება გამოიწვია. ამ პერიოდში ყველა სახეობამ ვერ შეძლო არსებულ გარემოსთან ადაპტირება - როგორც ჩანს, იყო მტაცებელი და გქონდეს ბასრი კბილები არა არის ევოლუციური წარმატების გარანტი და ანჩოუსებიც დაპატარავდნენ, გაქრა ბასრი კბილებისა და ეშვის საჭიროება და პლანქტონებით კვებაზე გადავიდნენ.
შეგაქხსენებთ, რომ ანჩოუსები თევზის რეწვაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებენ, ამასთან, დაახლოებით 80 % პერუს ანჩოუსზე მოდის.
მასალის გამოყენების პირობები






