ლგბტ+ თემის წევრებისადმი ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია - ნინო ლომჯარია
პოლიტიკა - 13:43, 17 May, 2020     577

ლგბტ+ თემის წევრებისადმი ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.
ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სოციალური დახმარებები ლგბტ+ თემის წევრებისთვისაც უნდა იყოს განსაზღვრული.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო რეჟიმის ფონზე, გამოწვევები უფრო თვალსაჩინო გახდა. მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობის, გაზრდილი ძალადობის რისკების, საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფის მიმართულებით. თუმცა, ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები, ანტიკრიზისულ ეკონიმიკურ გეგმაში გათვალისწინებული არაა. ამასთან, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვა ღონისძიებებიც არ ტარდება, რაც ნეგატიურად აისახება ლგბტ+ ადამიანების ეკონიმიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე.

გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია; მათ უფლებრივ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ არსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები არ ითვალისწინებს ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს.

ლგბტ+ თემის წევრებისთვის ყოველწლიურად უფრო რთული ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობა. მათ მიერ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები, არასაკმარისია.

უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს", - აცხადებს სახალხო დამცველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42